იანვარ-ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 3.5 მილიონი დოლარით შემცირდა. ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
თუმცა, მიუხედავად შემცირებისა, „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეულში მეორე ადგილს იკავებდა.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 376.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, მაშინ როცა, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში ეს მაჩვენებელი - 379.8 მილიონი დოლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.