იანვარი-ოქტომბერში საქართველოდან სამკურნალო საშუალებების ექსპორტი გაიზარდა. ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ათ თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 116.9 მილიონი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 85.5 მილიონი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდში სამკურნალო საშუალებები უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში იყო. მისმა წილმა მთელ ექსპორტში 5.3% შეადგინა, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში კი სამკურნალო საშუალებებზე მთელი ექსპორტის 5% მოდიოდა.