აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები ოთხმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 4.25 პროცენტით, მაქსიმალური - 4.50 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.44 პროცენტით განისაზღვრა.