ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ავტო გაზი 10 თეთრით გაძვირდა.
კერძოდ, 17 ნოემბრის შემდეგ ავტოგაზის ფასი შეიცვალა „ვისოლისა“ და „ნეოგაზის სადგურებზე.
დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ავტოსადგურებზე ავტო გაზი 1.55 ლარი ღირს, მაშინ როცა რამდენიმე დღის წინ 1.45 ღირდა.
როგორც „ნეოგაზში“ აცხადებენ, ავტოგაზის ღირებულებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგადად ბაზარზე, სხვა სადგურებზეც მოიმატა.
ცნობისთვის, ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავიც გაძვირდა. ფასმა სხვადასხვა ტიპის საწვავზე 1-დან 5 თეთრამდე მოიმატა.