გასული და მიმდინარე კვირის ფინანსური ბაზრის მიმოხილვა

ლარი აგრძელებს გაუფასურებას საერთაშორისო ვალუტებთან მიმართებაში.

პარასკევის, 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარმა ევროსთან მიმართებაში ახალი ანტირეკორდი დააფიქსირა. ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ევროს ღირებულება 3 ლარი და 21 თეთრია, ხოლო ერთი დოლარის ღირებულება - 2 ლარი და 72 თეთრი.

bpn

საერთაშორისო ბირჟაზე, განსაკუთრებული ყურადღება იყო გადატანილი ბიტკოინზე. არსებობდა მოსაზრებები, რომ ბიტკოინი ისევ დასუსტდებოდა 15 ნოემბერს ჩანიშნული SegWit2x-ის გამო, მაგრამ პროგრამული განახლება არ შედგა.

ეგრედ წოდებული ფორკი რამდენიმე თვე იგეგმებოდა, მაგრამ პროექტის ლიდერებმა გაყოფა შეაჩერეს. მათი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ განახლება არ მოხდება, მაგრამ ამ ეტაპზე შეჩერებულია. ამას დაემატა იაპონიაში გაზრდილი მოთხოვნა აქტივზე, რამაც ჯამში ბიტკოინი გაამყარა და 5599$-დან ავიდა 7985$-მდე. ეს ბიტკოინის ახალი რეკორდული მაჩვენებელია.

bpn

კვირის განმავლობაში ოქროს გამყარებაზე ზეგავლენას ახდენდა ამერიკის საგადასახადო რეფორმის გარშემო შექმნილი გაურკვევლობა. კონგრესში კიდევ ერთხელ მიდის განხილვა ტრამპის ახალი საგადასახადო რეფორმის, რაც უნდობლობას იწვევს დოლარის მიმართ ინვესტორების მხრიდან.

პარასკევს, 17 ნოემბერს, ოქრო მკვეთრად გამყარდა, რადგან ჩრდილოეთ კორეამ მოლაპარაკებები გააუქმა ამერიკასთან ბირთვული იარაღის პროგრამის წინააღმდეგ. ჩ.კორეის ელჩმა ამერიკაში ჰან ტაიმ განაცხადა, რომ სანამ ამერიკის დამოკიდებულება იქნება მტრული მათ მიმართ, არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება. ამ განცხადების ფონზე ეგრეთ წოდებული უსაფრთხო აქტივის მოთხოვნა გაიზარდა ინვესტორების მხრიდან და მისი ფასი 1269$-დან ავიდა 1296$-მდე. 

bpn

საფონდო ბირჟაზე ინვესტორების ყურადღება ძირითადად გადატანილი იყო ამერიკული ავტომწარმოებლის, ტესლას აქციებზე. ხუთშაბათს, 16 ნოემბერს, ტესლას დამფუძნებელმა ილონ მასკმა კალიფორნიაში წარადგინა ტესლას პირველი ნახევრად-სატვირთო ელექტო მანქანა Tesla Semi Truck.

პრეზენტაციაზე მასკმა კიდევ ერთი სიახლე შესთავზა მომხმარებლებს. ახალი როდსტერი, რომელიც მისი თქმით, წარმოუდგენლად სწრაფი იქნება. ახალი სპორტული ავტომობილი გაყიდვაში 2020 წლიდან გამოვა. ამ საიხლეების ფონზე აქციების ფასი 291$-დან ავიდა 323$-მდე და გამყარების მოლოდინი 400$-მდეა.

bpn

13-17 ნოემბრის სავაჭრო კვირას ფორექსზე აქტიურობით გამოირჩეოდა ბრიტანული ფუნტი და ევროპული ვალუტა. ევრო ძირითადად მყარდებოდა მთელი კვირის განმავლობაში.

სამშაბათს, 14 ნოემბერს, ევროპამ სამრეწველო წარმოება აჩვენა დადებითში 3,3% ნაცვლად მოლოდინის 3,2%-ისა. მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური მაჩვენებელი გამოაქვეყნა 2,5% ნაცვლად 2,3%-ისა. ამ ინფორმაციების გამოსვლის შემდეგ ევრო მკვეთრად გამყარდა დოლართან მიმართებაში. კვირის მანძილზე EUR/USD-ის წყვილი 1.66-დან ავიდა 1.85-მდე.

bpn

არანაკლებ აქტიური იყო ბრიტანული ფუნტი გასული კვირის განმავლობაში. ორშაბათს, 13 ნოემბერს ფუნტზე გეპები გაიხსნა და კვირის დასაწყისიდანვე ფუნტი ცდილობდა გეპების დახურვას ტექნიკურად.

ოთხშაბათს, 15 ნოემბერს, ბრიტანეთიდან გამოვიდა განცხადების რაოდენობა უმუშევრობის დახმარების მისაღებად დადებითი 1.1 2,6-ის ნაცვლად. ხოლო ხუთშაბათს, 16 ნოემბერს, საცალო გაყიდვების დადებითი მაჩვენებელი, რის ფონზეც ფუნტმა შეძლო ორშაბათის გეპების დახურვა. ჯამში GBP/USD-ის წყვილი 1.30-დან ავიდა 1.32-მდე. 

bpn

20-24 ნოემბრის კალენდარი საშუალო დატვირთულობისაა. ბირჟაზე აქტუალური იქნება ფედერალური ბანკების მმართველების პრესკონფერენციები. დღეს, 20 ნოემბერს, ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველის მარიო დრაგის პრესკონფერენციაა ჩანიშნული. ყურადღება მიაქციეთ ევროპულ ვალუტას.

სამშაბათს, 21 ნოემბერს, დილის 5-ის ნახევარზე ავსტრალიის ბანკის ბოლო სხდომის პროტოკოლი იქნება ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე. 11 საათზე შვეიცარიიდან გამოვა სავაჭრო ბალანსი. ხოლო 13 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთი გამოაქვეყნებს სახელმწიფო სექტორის წმინდა  სესხს მილიარდებში. ვაჭრობა რეკომენდირებულია: AUD/USD; AUD/NZD; USD/CHF; და GBP/USD-ის წყვილებზე. 

ოთხშაბათს, 22 ნოემბერს, ღამის 3 საათზე ამერიკის ფედ ბანკის მმართველის, ჟანეტ იელენის პრესკონფერენციაა. 16 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა ხაზინის საშემოდგომო პროგნოზი. საღამოს 19 საათსა და 30 წუთზე ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრო გამოაქვეყნებს ნავთობის მარაგების ცვლილებას. აქტიური წყვილები იქნება: EUR/USD; USD/JPY; GBP/USD და USD/CAD-ი.

ხუთშაბათს, 23 ნოემბერს, ღამის 1 საათსა და 45 წუთზე ახალი ზელანდიიდან გამოვა საცალო გაყიდვები. 13 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა მ.შ.პ. 17 საათსა და 30 წუთზე კანადა გაოაქვეყნებს საცალო გაყიდვებს. ხოლო საღამოს 20 საათსა და 30 წუთზე შვეიცარიის ნაციონალური ბანკის მმართველის, ტომას ჯორდანის პრესკონფერენცია იქნება. ყურადღება მიაქციეთ: NZD/USD; GBP/USD; USD/CAD და USD/CHF-ის წყვილებს.

პარასკევს, 24 ნოემბერს, ღამის 1 საათსა და 45 წუთზე ახალი ზელანდიიდან გამოვა სავაჭრო ბალანსი. 12 საათსა და 15 წუთზე შვეიცარიიდან გამოვა სამეწარმეო წარმოება. ხოლო საღამოს 18 საათსა და 45 წუთზე ამერიკა გამოაქვეყნებს საქმიანი აქტიურობის ინდექსს. ვაჭრობა რეკომენდირებულია: NZD/USD; USD/CHF; და EUR/USD-ის წყვილებზე.