ევროსთვის ახალი კვირა რყევებით დაიწყო, რასაც გერმანიის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა იწვევს.ახალი სავაჭრო სესიის დაწყებისთანავე, ევროკავშირის ვალუტა დოლართან მიმართებით 76 პუნქტით დაეცა, თუმცა მოგვიანებით, დაკარგული პოზიცია სრულად აღიდგინა. იმავდროულად, ევრომ იენთან წყვილში, ორთვიან მინიმუმს დააღწია თავი.
სიტუაციას ის გარემოება ართულებს, რომ გერმანიის პარლამენტში ანგელა მერკელის კონსერვატორებმა კი გაიმარჯვეს, მაგრამ უფრო ნკლები ხმა აქვთ, ვიდრე ადრე. წარმოიქმნა იმის რისკი, რომ გამრჯვებულები სხვა ორ პარტიასთან ერთად, მმართველ კოალიციას ვერ ჩამოაყალიბებენ. მას შემდგ, რაც მოლაპარაკება თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვეს, მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტს შეატყობინებს იმის თაობაზე, რომ კოალიციურ მთავრობას ვერ აყალიბებს. ეს გერმანიას პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანს, რადგან თუ მერკელი მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს, ახალი არჩევნები დაინიშნება. ეს კი ინვესტორებს აფრთხობს.
აზიური სავაჭრო სესიის დროს, ევროც და დოლარიც იენთან წყვილში დასუსტდა. გერმანიის ამბებმა იენის, როგორც რისკებისგან თავშესაფრის ფაქტორი წინა პლანზე წამოსწია. თუმცა ევროპული სავაჭრო სესიის გახსნისთანავე, ორივე წყვილში, ფასები სასტარტო პოზიციებს დაუბრუნდა.
აზიური სესიის დასაწყისში, ევრო დლართან 0.5 პროცენტით გაუფასურდა და 1.1722 დოლარამდე ჩამოვიდა, თუმცა ლონდონის სავაჭრო სესიის დროს, 1.1802-მდე გაიზარდა. ასეთი დსასაწყისის მიუხედავად, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს კვირა სავალუტო ბაზარზე შედარებით მშიდი იქნება.