ნიკოლოზ ჩხეტიანი: ამ პირობებში "ლაგუნა ვერეს" ექსპლუატაცია ვიზიტორებისთვის სახიფათოა

"ლაგუნა ვერე" "ქართუ ჯგუფში" შემავალი ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში შედის, თუმცა "ქართუ" ფონდის არ არის.

ამის შესახებ ფონდი "ქართუ"-ს გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, "ფონდი "ქართუ" არ წარმოადგენს "ლაგუნა ვერეს" მესაკუთრეს, თუმცა, როგორც მისთვის არის ცნობილი, იქ ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემებია.

"თუ არ ვცდები, ის აშენებულია 70-იანი წლების ბოლოს და იმ პერიოდიდან მოყოლებული კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამორტიზირებულია მისი ძირითადი დანადგარები და გაყვანილობები. ანუ, მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია ამ პირობებში და სახიფათოა ვიზიტორებისთვის", - განაცხადა ფონდი "ქართუ"-ს გამგეობის თავმჯდომარემ.