კომპანია “ბიზნეს LIFE” საქართველოში ბიზნეს განვითარებას დაეხმარება

კომპანიის გენერალური დირექტორის, ნინო ქობალიას განცხადებით, “ბიზნეს LIFE” საკონსულტაციო კომპანიაა, რომლის მიზანიც საქართველოში ბიზნესის განვითარებაა.

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, “ბიზნეს LIFE”-ს ათი სტრატეგიული მიმართულება აქვს, რომელთა შორის ყველაზე მთავარი ოთხი სეგმენტია. კერძოდ, profiles international- ონალინ შეფასების ინოვაციური და ყველაზე ეფექტური სისტემა, რომელიც განკუთვნილია ბიზნესის მფლობელთათვის, მაღალი და საშუალო დონის მენეჯერებისათვის, აბიტურიენტებისათვის, მათთვის, ვინც ეძებს ახალ შესაძლებლობებს. ამ პროექტის მიზანია რეალური პოტენციალის გამოვლენა და მის საფუძველზე მომავალი განვითარების გეგმის შემუშავება. შედეგად კი ეფექტურობის და პროდუქტიულობის ამაღლება, ადამიანში პოტენციალისა და ტალანტის იდენტიფიკაცია, სრულყოფილი ფუნდამენტის შექმნა კარიერული წინსვლისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა განვითარების სესიები, რომელიც განკუთვნილია როგორც ზედა და საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის, ასევე მთლიანი გუნდისთვის.

მესამე საკითხია Global managment Callange, რომელიც განკუთვნილია ბიზნესსფეროში დასაქმებულთათვის და სტუდენტებისთვის. ეს არის ეფექტური ბიზნესსიმულატორი, რომელიც მიმართულია სწორი სტრატეგიის შემუშავებისაკენ და სტრატეგიის ჩამოყალიბების უნარის გაძლიერებისაკენ, ინტერაქცია სხვადასხვა განყოფილებებთან ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად, საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების ზუსტი და სწრაფი ანალიზი, რეალურ ბიზნესში ადაპტაციის შესაძლებლობების განსაზღვრა.

მეოთხე, ბიზნესპროცესების მართვა და კვლევა საშუალო და დიდი რგოლის მენეჯერებისთვის. პროექტის მიზანია ინოვაციური ბიზნესტექნოლოგიების დანერგვა, სიღრმისეული რაოდენობრივი და სიღრმისეული კვლევა ბაზრის, შედეგად გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, პორტფელის პრობლემებისა და შესაძლებლობების ანალიზი, ოპერაციული მენეჯმენტის სრულყოფილი ანალიზი, “გზა მომხმარებლისაკენ” - პროდუქტის მენეჯმენტი და მისი რაციონალიზაცია, პროდუქციის კატეგორიის მენეჯმენტი.

კომპანია “ბიზნეს LIFE”-ის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

(R)