2019 წლისთვის ონლაინ რეკლამის ორი მესამედი - 67% programmatic-ის პრინციპით გაიყიდება.
კვლევითი კომპანია Zenith-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 59%-ია.
ამავე მონაცემებით, programmatic-ის პრინციპით გაყიდული ინტერნეტ რეკლამის მოცულობა მიმდინარე წლის 57.5 მილიარდი დოლარიდან 2019 წელს 84.9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
ამჟამად პროგრამული რეკლამა სულ უფრო პოპულარული ხდება პრემიუმ სეგმენტში, სადაც მსხვილ ბრენდებს რეალურად დაინტერესებული აუდიტორიის მიზიდვის მიზნით რეკლამის მაქსიმალურად გამოყენება სურთ.
programmatic-ის სეგმენტი მეტწილად განვითარებულია კანადაში, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში, სადაც „ზენიტის“ მონაცემებით, ამ სახის რეკლამის მოცულობა მთლიანი ინტერნეტ რეკლამის 81%, 78% და 77%-ია შესაბამისად.
თუმცა, ყველაზე დიდი programmatic ბაზარი აშშ-ია, სადაც ამ ბაზრის მოცულობამ მიმდინარე წელს 32,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
programmatic-რეკლამა სარეკლამო განცხადებას მხოლოდ იმ მომხმარებელს სთავაზობს, რომლებიც დაინტერესებული არიან კონკრეტული ნივთით და ყიდვის მიზნით ეძებენ მას. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანიამ შეაგროვოს მომხმარებელზე ინფორმაცია მომხმარებლის მიერ ვებგვერდების, სოციალურ ქსელებში მოწონებისა და მისი საძიებო მოთხოვნის საფუძველზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოს რეკლამა მიზნობრივ აუდიტორიაზე.