Google რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს

მსოფლიოს უმსხვილესი საძიებო სისტემა Google რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს, კომპანიის ხელმძღვანელობა ეძებს შესაძლებლობას RT-სა და Sputnik-ის საიტების რანჟირება დაწიოს , - ამის შესახებ Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ შმიდტმა განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ ჩნდება ასეთი სიხშირით რუსული პროპაგანდისტული საიტები Google-ში სიახლეების ძებნისას, შმიდტმა განაცხადა, რომ „Google-ში იციან ამის შესახებ“.

„ჩვენ ვეძებთ ტექნიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ამას აღმოფხვრის. ჩვენ საიტების ბლოკირება არ გვსურს, ეს ჩვენი მუშაობის მეთოდი არ არის“, - განაცხადა ერიკ შმიდტმა.

„მე ცენზურის წინააღმდეგი ვარ და რანჟირებას ვუჭერ მხარს. ჩვენ ახლა ზუსტად ამაზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა შმიდტმა.