შემოსავლების სამსახურმა არადეკლარირებული თანხის შემოტანა გამოავლინა

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საბაჟო გამშვებ პუნქტ "თბილისის აეროპორტზე" დაფიქსირდა.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, 29 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტის, "თბილისის აეროპორტის" ტერიტორიაზე რეისით დოჰა-თბილისი ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა, კერძოდ, 29 ათასი აშშ დოლარი და 1340 არაბული დირჰამი.

გავრცელებული ინფორმაციით, პირს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით 3000 ლარი შეეფარდა.