ორი მილიონის რა უნდა შესძინოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის რეიტინგს, რამდენსაც ის დაუნგრევს ამდენ კერძო ტელევიზიას?!, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აღიქმევა არა რეგორც კონკურენტი, არამედ მტრულად განწყობილი უცხო სხეული. ”ვერაფრით მივხვდი, ორი მილიონის, რა უნდა შესძინოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის რეიტინგს, რამდენსაც ის დაუნგრევს ამდენ კერძო ტელევიზიას?! აღქმაა, რომ კი არ შემოვიდა კონკურენტი, არამედ შემოვიდა მტრულად განწყობილი უცხო სხეული. აი ამ აღქმაში რა უნდა მოიტანოს ორმა მილიონმა, არ მესმის. ამ განწყობის შექმნა თუ ღირს ორი მილიონი, არ მესმის. შეიძლება რაღაცაში ვცდები, მაგრამ იმ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში კერძო ტელევიზიებიც ხომ ასრულებენ როლს?!”, - განაცხადა რომან კაკულიამ.