"ტერორიზმში ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ISIS-ის ჩეჩენი მებრძოლები არიან"

უკვე თითქმის 18 საათია მიმდინარეობს სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებს, არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავების ოპერაციისას ცეცხლი გაუხსნეს.

ისინი ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ.

ცოტა ხნის წინ kvirispalitra.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ, სავარაუდოდ, ბინაში ბლოკირებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი ეროვნებით ჩეჩენი 3 პირი, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები არიან და საქართველოში არალეგალურად შემოვიდნენ.

ნინო ბურჭულაძე, "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი:

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3 ეროვნებით ჩეჩენი პირია, სავარაუდოდ, ისინი არიან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები და არალეგალურად არიან შემოსული საქართველოში.

მიუხედავად მოლაპარაკებისა, ჩაბარებაზე უარს ამბობენ. ვიდრე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, კონკრეტულ დასკვნებზე საუბარი ნაადრევია, სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ, ალბათ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს შესაბამის განმარტებას და უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, თუმცა ჩანს, რომ ისინი არიან ძალიან გამოცდილები, რადგან ასეთ წინააღმდეგობას უწევენ სამართალდამცველებს. იხილეთ გაგრძელება