სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე გახდა.
ფერაძემ აღნიშნულ პოსტზე მამუკა ბახტაძე შეცვალა, რომელმაც მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შედეგად ფინანსთა მინისტრის პოსტი დაიკავა.
დავით ფერაძე დღემდე საქართველოს თანაინვესტირების ფონდში შპს “მტკვარი ჰესის” დირექტორის თანამდებობას იკავებდა. იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრი. ასევე აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, დავით ფერაძე 2004 წლიდან 2007 წლამდე Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში “საქართველოს რკინიგზაში” სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.