ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე იმ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლების და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი ერთ-ერთ ბინას უკიდია. სპეცოპერაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული, თუმცა მათ ჯერ ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები არ დაუწყიათ.
ძლიერ კვამლს და აალებას წინ უძღოდა ინტენსიური სროლა. გაისმა რამდენიმე აფეთქების ხმაც.
გარე პერიმეტრი საპატრულო პოლიციას მთლიანად გადაკეტილი აქვს. სამართალდამცავები ადგილობრივებს ტერიტორიას ატოვებინებს.