თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 კორპუსში, დღეს, დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც კომპანია RMG-იმ მიიღო მონაწილეობა.
RMG-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დეტლური ინფორმაცია მიეღოთ RMG-ის საკადრო პოლიტიკის, კომპანიაში არსებული ვაკანსიებისა და დასაქმების პერსპექტივის შესახებ. HR სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს, რა სპეციალობებზეა ძირითადი მოთხოვნა დაბა კაზრეთში მდებარე RMG GOLD-ისა და RMG COPPER-ის საწარმოებში.
ფორუმის მსვლელობისას ინდივიდუალური ინტერვიუები გეოლოგიის, ქიმიის, ეკოლოგიის მიმართულებების კურსდამთავრებულებთან გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება სტაჟირების შესაძლებლობებზეც გაამახვილეს.
RMG ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ორივე კომპანიაში ერთად დაახლოებით 3000-მდე ადამიანი მუშაობს. კომპანია გამოირჩევა მაღალი სამუშაო სტანდარტებითა და სოციალური პასუხისმგებლობით.