iPhone X-ის ქარხანაში სტაჟიორების ზედმეტ სამუშაო საათებში მუშაობა შეაჩერეს

კომპანია Foxconn-მა, რომელიც Apple-ის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, საკუთარ ქარხანაში დასაქმებული სტაჟიორების ზედმეტ სამუშაო საათებში უკანონო შრომა შეაჩერა.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, Apple-ის ჩინეთში მდებარე ქარხანაში სულ ცოტა 6 სტუდენტი მუშაობდა 11-საათიან რეჟიმში, რაც ეწინააღმდეგება ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც არასრულწოვანების დასაქმება კვირაში 40 საათზე მეტხანს იკრძალება.

Apple-ის განცხადებით, ქარხანაში საშუალო სკოლის მოსწავლეები ნებაყოფლობით მუშაობდნენ თუმცა, ისინი ამიერიდან არ იქნებიან დაშვებული ზედმეტი დროით სამუშაოზე. ორივე კომპანიის წარმომადგნლების განცხადებით, ზედმეტი საათებისთვის სტაჟიორების შესაბამისი ანაზღაურებაც ხდებოდა.

როგორც ცნობილია კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მიწოდების შეუფერხებლად განხორციელებისთვის კომპანიის ქარხნებში დასაქმებულები ზედმეტ დროს მუშაობენ. მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისიდან სექტემბრამდე კომპანიამ უკვე გაყიდა 46,6 მილიონი სმარტფონი, მისი უახლესი მოდელია iPhone X, რომელიც კომპანიის სმარტფონების სამოდელო გამაში ყველაზე ძვირია და ამავდროულად iPhone-ბის გამოსვლის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კოკა კვირკველია