ალპანა-ცაგერის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა იკრძალება

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა იკრძალება , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.