მობილური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის სმარტფონი Nokia 8 ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა. კერძოდ, საქართველოში მისი შეძენა 1 ნოემბრიდან არის შესაძლებელი.
Nokia 8 ნამდვილი ფლაგმანია, რომელიც მაღალი კლასის სმარტფონებს მიეკუთვნება.
მოწყობილობა, რომლის ღირებულებაც - 1470 ლარია, სხვა ტელეფონებისგან გამოირჩევა კამერით - bothie, რაც ნიშნავს რომ მოწყობილობას ძირითადი და წინა კამერით ფოტო/ვიდეოს ერთდროულად გადაღება შეუძლია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ Nokia 8-ს აქვს OZO აუდიო სისტემა, რაც ხმის 360 გრადუსში ჩაწერის საშუალებას იძლევა. ტელეფონი ორ სიმ ბარათზე მუშაობს, აქვს ZEISS ოპტიკური სისტემა 13-მეგაპიქსელიანი კამერებით, 64 გეგაბაიტიანი შიდა მეხსიერება და 5.3-ინჩიანი ეკრანი.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ფინურმა კომპანიამ სმარტფონზე მუშაობისას დიდი ყურადღება მიაქცია ე.წ. გაცხელების ეფექტს. იმისათვის, რომ Nokia 8 აქტიური გამოყენებისას არ გაცხელდეს, ინჟინრებმა სმარტფონის შიდა დიზაინში ულტრა-ფართო თხევადი გაგრილების მილი ჩააშენეს, რომელიც სმარტფონის სიგრილეს 40%-ით უფრო მეტად შეინარჩუნებს. ტელეფონს აქვს ასევე გრაფიტის ფირფიტა, რომელიც გაგრილების სისტემას კიდევ უფრო ეხმარება.
მობილური ტელეფონი ოთხ ფერშია წარმოდგენილი, ესენია: პრიალა სპილენძისფერი, ლურჯი, გლუვი ლურჯი და გლუვი ფოლადისფერი.
„ნოკიას“ პრემიუმ ხარისხის სმარტფონის რეალიზაციას სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“ აწარმოებს, რომელიც ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.
როგორც სავაჭრო სახლის „გოლეთიანის“ მარკეტინგის მენეჯერმა ანა გოგიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ნოკია 8-ს“ გაყიდვების ტემპი მზარდია და ტელეფონის მიმართ მოწონება დღითიდღე იზრდება.
„Nokia 8 1 ნოემბრიდან უკვე ქართულ ბაზარზეა. ტელეფონის გაყიდვები დიდი აჟიოტაჟით დაიწყო, იყო წინასწარი შეკვეთები და გაყიდვების ტემპი ახლაც მზარდია. მოდელის შეძენა სავაჭრო სახლ „გოლეთიანის“ მაღაზიებსა და განახლებულ ინტერნეტ მაღაზიაში - www.goletiani.ge არის შესაძლებელი. რაც შეეხება მონაცემებს, Nokia 8 პრემიუმ კლასის სმარტფონია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონკურენტულ მოდელებთან შედარებით, Nokia 8-ის ფასი გაცილებით ნაკლებია,“-აღნიშნა ანა გოგიაშვილმა.
Nokia სმარტფონების სამყაროში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც გასულ წელს ფინურმა გიგანტმა HMD Global-მა საკუთარი ბრენდი დაიბრუნა და ახალი მობილური დივიზიის წარმოება დაიწყო.
ცნობისთვის, „ნოკია“ 2012 წელს ოფიციალურად შეისყიდა „მაიკროსოფტმა“, თუმცა ლუმიას სმარტფონების წარმოება წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა. 2017-წლამდე სწორედ „მაიკროსოფტი“ უშვებდა ე.წ. ლუმიებს, რომლებიც ვინდოუსის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობდა. თუმცა, გასულ წელს ფინურმა კომპანიამ HMD Global-მა თავისი ბრენდი უკან დაიბრუნა და 2017 წლიდან „ნოკიას“ ტელეფონებს ისევ ფინური კომპანია უშვებს.
თაია არდოტელი
(R)