„ვენესუელა გატყდა“ - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას დასავლური მედია.
ამის საბაბი კი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. როგორც ცნობილია, ვენესუელაში ინფლაციის დონემ გასულ წელთან შედარებით 4000%-ს მიაღწია და ქვეყანა იძულებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და მოვალე ქვეყნებს ვალების რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართოს.
ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ვენესუელაში არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს აშშ-ს აბრალებს და აცხადებს, რომ ეს პროცესები შტატების მიერ მისი ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების შედეგია. ის ასევე ადანაშაულებს ქვეყანაში მოქმედ უმსხვილეს ნავთობკომპანიებს აშშ-თან კორუფციულ გარიგებებში. თუმცა ექსპერტების განცხადებით ამის უმთავრესი მიზეზი ცუდი სოციალისტური მართვისა და ნავთობზე დაბალი ფასების ბრალია.
უხეში გათვლებით ვენესუელას მშპ 140 მილიარდი დოლარია აქედან 10 მილიარდი ნედლი ოქროს სახით გააჩნია.
კოკა კვირკველია