ცხინვალმა ახალგორის მიმართულებით დღეს ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა

ცხინვალის ე.წ.ადმინისტრაციამ ახალგორის მიმართულებით ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა. წინასწარი ინფორმაციით, აკრძალვა ორშაბათამდე იმოქმედებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დღეიდან ახალგორის მიმართულებით, საშვთა ახალი სისტემა უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ახალი საშვი ჯერ არ მიუღია.

უსაშვოდ დარჩენილთა შორის წეროვანში მცხოვრები ის დევნილები არიან, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი და ამ სამი წლის განმავლობაში ფორმა #9-ს მეშვეობით მოძრაობდნენ. ფორმა # 9 კი, რომლითაც მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილებისას სარგებლობდა, ძალადაკარგულად არის გამოცხადებული.