ევროკავშირმა მიგრაციულ კრიზისთან საბრძოლველად იტალიას დამატებით 40 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა მიგრაციულ კრიზისთან საბრძოლველად იტალიას დამატებით 40 მილიონი ევრო გამოუყო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იუწყება.

„დღეს ევროკომისიამ დამატებით თითქმის 40 მილიონი ევრო გამოუყო იტალიას, რათა ეს ქვეყანა გაუმკლავდეს მიგრანტთა ნაკადებს, რომლებიც იტალიაში ხმელთაშუა ზღვით ხვდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

იტალიის შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ზღვით იტალიაში 114 ათასზე მეტი მიგრანტი შევიდა.