30 ნოემბერს ფუნიკულიორის კომპლექსში გაიმართება საავტომობილო ნაწილების მწარმოებელი იტალიური ბრენდის Quattro Freni-ს წარდგენის ცერემონიალი.
Quattro Freni-ს საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების მწარმოებელი გერმანული ბრენდი Rowe, რომლის ინიციატივითა და ხელშეწყობითაც განხორციელდა იტალიური ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსვლა.
როგორც Rowe-ს საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, ქართულ და იტალიურ მხარეთა შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების საფუძველზე, იტალიურმა კომპანიამ ქართული მხარის ხელშეწყობითა და თანადგომით ქართულ ბაზარზე შემოსვლა და მოცულობით ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა, რომელიც ახლო მომავალში, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის რეგიონს სრულად მოიცავს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2018 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო სერვის-ცენტრები, რომლებიც ავტომფლობელებს ექსკლუზიურად შესთავაზებენ უმაღლესი ხარისხის სათადარიგო საავტომობილო ნაწილებს, საავტომობილო ზეთებსა და საპოხ მასალებს და ასევე ევროპული სტანდარტების შესაბამის მომსახურებას.
პრეზენტაციის ფარგლებში მოხდება Rowe-ს და Quattro Freni-ს შორის ოფიციალური თანამშრომლობისა და პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმება, რომლის შემდეგაც ორი უმსხვილესი ევროპული ბრენდის ხელმძღვანელი პირები, ღონისძიების სტუმრებს და მედიის წარმომადგენლებს გააცნობენ საქართველოს ბაზარზე განსახორციელებელ სამოქმედო გეგმებს. ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საავტომობილო სფეროში მოღვაწე ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელი პირები და ავტომოყვარულები.
როგორც კომპანია Rowe-ში აცხადებენ, ღონისძიების მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ ქართულ ბაზარზე Rowe-ს და Quattro Freni-ს შემოსვლას წინ უძღვოდა ქართული ბაზრის საკმაოდ მასშტაბური კვლევა, რომელიც განახორციელა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ ACT. კვლევის შედეგებმა აჩვენა ქართული ეკონომიკური გარემოს და ქვეყნის სტაბილურობის დადებითი პარამეტრები, ასევე ბაზრის ზრდის საკმაოდ მზარდი პოტენციალი, რამაც ორი უმსხვილესი ევროპული ბრენდის ინვესტიციის განხორციელებას და საქართველოში შემოსვლას შეუწყო ხელი.
საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების მწარმოებელი კომპანია Rowe დაარსდა 1995 წელს გერმანიაში. დღეისათვის ბრენდი წარმოდგენილია მსხვილი საავტომობილო სერვისებითა და სარეალიზაციო ობიექტებით მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში. ბრენდი თანამშრომლობს და საავტომობილო სერვისს უწევს ისეთ საავტომობილო მეგა-ბრენდებს, როგორიცაა Mercedes-Benz, BMW, Volkswagen, Land Rover და სხვ. საავტომობილო ნაწილების მწარმოებელი ბრენდი Quattro Freni დაარსდა 1990 წელს იტალიაში. ბრენდი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იკავებს პრემიუმ სეგმენტს და ფლობს უმსხვილეს საწარმოებს იტალიასა და რუსეთში.
„საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების მწარმოებელი გერმანული ბრენდის, Rowe-ს და იტალიური საავტომობილო ნაწილების მწარმოებელი ბრენდის Quattro Freni-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა მათი ხარისხი, მწარმოებელი ქვეყანა და სერტიფიკაცია, რომელსაც აღნიშნული ბრენდები ფლობენ. Rowe-ს საავტომობილო ზეთები და საპოხი მასალები იწარმოება მხოლოდ და მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე, ფლობს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიას და მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში აღიარებულია პრემიუმ ხარისხის საავტომობილო ზეთების მწარმოებელ ბრენდად. თავის მხრივ, Quattro Freni-ს საავტომობილო ნაწილები ასევე იწარმოება მხოლოდ იტალიასა და რუსეთში. Quattro Freni ასევე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღიარებულია პრემიუმ კატეგორიის ბრენდად, გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით. საქართველოში, სწორედ Rowe წარმოადგენს ექსკლუზიურად საკუთარი ბრენდის ქვეშ არსებულ საავტომობილო ზეთებსა და საპოხ მასალებს და ასევე Quattro Freni-ს ბრენდის სათადარიგო საავტომობილო ავტონაწილებს. შესაბამისად, ქართველი მომხმარებელი Rowe-ს მიერ წარმოდგენილ პროდუქციას მიიღებს პირდაპირ მწარმოებელი ქარხნებიდან, რომლის ხარისხი, ორიგინალობა, საექსპლუატაციო პარამეტრები და ვადები გარანტირებულად დაცულია მომწოდებელი ქვეყნის კანონმდებლობისა და მწარმოებელი ქარხნების სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის შესაბამისად“, - განაცხადა Rowe-ს საქართველოს წარმომადგენლობის მარკეტინგის დირექტორმა ვლადიმერ ციმაკურიძემ.
„Rowe-ს და Quattro Freni-ს დაინტერესება საქართველოს ბაზრით უმნიშვნელოვანესია, რადგან ორივე მათგანი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და სოლიდურ ბრენდად ითვლება. შესაბამისად ვფიქრობ, ქართველი ავტომფლობელები საკმაოდ კმაყოფილები იქნებიან ამ ორი უმსხვილესი ევროპული ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოყენებით“, - განაცხადა ვლადიმერ ციმაკურიძემ.
Rowe-ს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ იტალიური ბრენდის Quattro Freni-ის წარდგენის ცერემონიალი 30 ნოემბერს, 20:00 საათზე, ფუნიკულიორის კომპლექსში გაიმართება.
(R)