კრიპტოვალუტად წოდებული ბიტკოინი მსოფლიო სავაჭრო ბირჟებზე ახალ რეკორდებს ხსნის და მისი ღირებულება 9500 დოლარიან ნიშნულს უკვე გასცდა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი სერვერების ფუნქციონირებისთვის დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა მსოფლიოს 159 ქვეყნის ყოველწლიურ დანახარჯს აღემატება.
ბრიტანული კომპანია PowerCompare.co.uk-ის მიერ ჩატარებული კვლევაში ვკითხულობთ, რომ „მაინებად“ წოდებული ბიტკოინის სერვერების ფუნქციონირებისთვის, ირლანდიაზე და ლამის მთელ აფრიკულ ქვეყნებში ერთი წლის განმავლობაში დახარჯულ ელექტროენერგიაზე მეტი ელექტროენერგია იხარჯება. მეტი სიზუსტისთვის კომპანიის ინფორმაციით, ბიტკოინის „მაინებისთვის“ 29,05 TWh(ტერავატ/საათი) ელექტროენერგია იხარჯება. შედარებისთვის, ირლანდია წლიურად 25 TWh ელექტროენერგიას ხარჯავს. მოცემულ რუკაზე ნარინჯისფრად ნაჩვენებია ქვეყნები, რომლებიც ბიტკოინზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ ყოველწლიურად.
შეგახსენებთ ბიტკოინი ეს არის კრიპტოვალუტად წოდებული სისტემა, რომლის სერვერების უმეტესი ნაწილი განლაგებულია ჩინეთში, სადაც ამერიკასთან და ინგლისთან შედარებით ელექტროენერგია შედერებით იაფი ღირს. ხოლო მეტი დაცულობისა და მასზე მოთხოვნის პარალელურად, სულ უფრო მეტად და მეტი სისწრაფით იზრდება ბიტკოინის მძლავრი „მაინების“ რაოდენობა, რომლებიც შესაბამისად სულ უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ.
კოკა კვირკველია