ყველაზე ხშირად დანაშაულს უმუშევრები ჩადიან

სტატისტიკის სამსახური 2014 წლის მარტის სისხლის სამართლის სტატისტიკას აქვეყნებს.

გასული თვის განმავლობაში, სულ მსჯავრდებული 1289 პირიდან, თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 553 პირს, პირობითი მსჯავრი შეეფარდა 544 პირს, ჯარიმა - 161 პირს, ხოლო - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 31 პირს.

2014 წლის მარტში სულ მსჯავრდებული 1289 პირიდან 96,2% მამაკაცი იყო, ხოლო ქალი - 3,8%.

ალკოჰოლურ სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულის ხვედრითი წილი შეადგენდა 0,9%-ს, ნარკოტიკულ სიმთვრალეში კი 3,7%-ს; ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ხვედრითი წილი შეადგენს 3,3%-ს. სოფლად ჩადენილი დანაშაული შეადგენს 12,3%-ს. სულ მსჯავრდებული პირებიდან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე იყო 2,2%.

1289 მსჯავრდებული პირიდან, უმუშევარია - 1171, ანუ 90,8%, ხოლო - 22, ანუ 1,7% საჯარო მოსამსახურეა.