გამორიცხულია, რომ სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი არ იყოს ხარჯების ოპტიმიზაცია , - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სტრუქტურული რეორგანიზაციის მიუხედავად, რატომ არ იქნება ბიუჯეტში ფინანსური ცვლილებები და დაიზოგება თუ არა გარკვეული თანხები.
"ჩვენ ეს კითხვები აუცილებლად გვექნება მთავრობის წარმომადგებლებთან, როდესაც ამ ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა იქნება, მათი წინასწარი პოზიცია ვიცით - ისინი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე შედარებით ძნელად დათვლადია ეს და როდესაც უკვე ამ ცვლილებების დეტალურად წარმოდგენა მოხდება, შემდეგ უფრო კონკრეტულად შეეძლებათ ამაზე პასუხის გაცემა, თუმცა ეს კითხვები საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან აუცილებლად დაისმევა", - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, რეალურად გამორიცხულია, რომ ამ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი არ იყოს ხარჯების ოპტიმიზაცია.