გასული და მიმდინარე კვირების ფინანსური მიმოხილვა

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა აგრძელებს გამყარებას.

ამერიკაში მადლიერების დღესასწაულის ფარგლებში დაფიქსირდა 100 000 ახალი აქაუნტი, ხოლო პარასკევს, 24 ნოემბერს, 13 მილიონის დოლარის ღირებულების ტრანზაქციები განცხორციელდა. ამ მაჩვენებლების შემდეგ ბიტკოინი ისევ გამყარდა და ახალი რეკორდული ფასი 9396$ დააფიქსირა.

bpn

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ნავთობი განაგრძობს გამყარებას. რაც ძირითადად გამოწვეულია ოპტიმისტურად განწყობილი ინვესტორების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით. ინვესტორები ელოდებიან წარმოების შემცირების ვადების გაგრძელებას.

გასულ კვირას რუსეთმა განცხადა, რომ მზად არის სრულად დაუჭიროს მხარი OPEC-ის ორგანიზაციას წარმოების შემცირებაში მარტის შემდეგაც. შეგახსენებთ, რომ გლობალური შემცირების საკითხზე ოპეკი წევრი და არაწევრი ქვეყნები შეხვედრას გამართავენ 30 ნოემბერს ვენაში. ამ მოლოდინების ფონზე Brent-ის ხარისხის ნავთობი 61$-დან ავიდა 63$-მდე, ხოლო Wti-ის მარკის ნავთობი 55$-დან 58$-მდე.

bpn

საფონდო ბირჟაზე აქტუალურია ამერიკული ტექნიკის გიგანტი Apple. კომპანიის აქციები ბოლო 2 თვეა მყარდება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ ფასს 904 მილიარდს მიაღწია, ხოლო 2017 წლის მონაცემებით კომპანიის ღირებულება 52%-ით გაიზარდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აიფონ ათის გაყიდვები ძალიან იზრდება და მოგების დიდი ნაწილი სწორედ ამ პროდუქტზე მოდის. სადღესასწაულო სეზონის დასრულების შემდეგ ეფლი კვარტალურ 84 მილიარდიან მოგებას ელოდება. პარასკევის, 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად კომპანიის ერთი აქციის ფასი 175 დოლარია. 

bpn

ამერიკული ონლაინ საცალო გაყიდვების კომპანიის, ამაზონის აქციები ისევ მყარდება, რაც გამოწვეულია 24 ნოემბერის Black Friday-ის შედეგად. ბლუმბერგის განცხადებით, ამაზონის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ეგრედ წოდებულ შავ პარასკევამდე ბეზოსის ქონება 99,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აქციებმა ახალი რეკორდული ფასი, 1185 დოლარი დააფიქსირა. კომპანიის აქციების გამყარება კიდევ არის მოსალოდნელი, რადგან Amazon-ი აცხადებს, რომ იგეგმება მასშტაბური წინა საშობაო ფასდაკლებები.

bpn

სავალუტო ბირჟაზე მთელი კვირის განმავლობაში სუსტდებოდა ამერიკული დოლარი ყველა ვალუტასთან მიმათრებაში. ამერიკაში ეკონომიკური ცვლილებების მოლოდინი დიდ გაურკვევლობას იწვევეს, რის გამოც ინვესტორები თავს იკავებენ დოლარში ინვესტიციებისგან.

სენატი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა საბოლოოდ ახალ საგადასახადო სისტემაზე. ამას დაემატა ამერიკის ფედ ბანკის მმართველის, ჟანეტ იელენის განცხადება, რომ მზად არის თანამდებობის დატოვებისთვის როგორც კი ახალი მმართველი დაინიშნება. ამ მოვლენებმა დოლარი დაასუსტა. EUR/USD-ის წყვილი ჯამში 1.17-დან ავიდა 1.19-მდე.

bpn

ფორექსზე ასევე არასტაბილურ მდგომარეობაშია ბრიტანული ფუნტი. გასულ კვირას Brexit-ით გამოწვეული პოლიტიკური გაურკვევლობა უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ბრიტანულ ფუნტზე და სუსტდებოდა.

პარასკევს, 24 ნოემბერს ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბრიტანეთს 10 დღე აქვს, რათა საბოლოოდ წარადგინოს ევროკავშირის დატოვების გეგმა, მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი საკითხი გაურკვეველი რჩება. ამ განცხადების შემდგე ბრიტანული ფუნტი განსაკუთრებით დასუსტდა ევროსთან მიმართებაში. EUR/GBP-ის წყვილი 0.88-დან ავიდა 0.89-მდე.

bpn

27 ნომებრიდან 1 დეკემბრამდე კალენდარში ჩანიშნულია სხვადასხვა ეკონომიკური ინფორმაციები. ორშაბათი ტრადიციულად მშვიდია, შეგიძლიათ ტექნიკური ანალიზების მიხედვით ივაჭროთ. 

სამშაბათს, 28 ნოემბერს, 14 საათზე ინგლისში გაიმართება პარლამენტის მოსმენა ინფლაციის საკითხებზე. ხოლო 19 საათზე ამერიკიდან გამოვა მომხმარებლის სიმტკიცის ინდექსი. ვაჭრობა რეკომენდირებულია: EUR/GBP; GBP/USD და USD/JPY-ის წყვილებზე.

ოთხშაბათს, 29 ნოემბერს, 11 საათსა და 45 წუთზე საფრანგეთიდან გამოვა მთლიანი შიდა პროდუქტი. 14 საათზე ევროპიდან გამოვა მომხმარებლის სიმტკიცის ინდექსი. ხოლო 17 საათსა და 30 წუთზე ამერიკიდან გამოვა მთლიანი შიდა პროდუქტი. სავაჭროდ აქტიური იქნება: EUR/CAD; EUR/JPY; და EUR/USD;

ხუთშაბათს, 30 ნოემბერს, დილის 10 საათსა და 45 წუთზე შვეიცარიიდან გამოვა მთლიანი შიდა პროდუქტი. 14 საათზე ევროპა გამოაქვეყნებს უმუშევრობის დონეს. 17 საათსა და 30 წუთზე კანადიდან გამოვა საგადასახდო ბალანსის სალდო. ხოლო იგივე დროს ამერიკა გამოაცხადებს პირველად მიმართვებს უმუშევრობის დახმარების მისაღებად. აქტიური იქნება: USD/CHF; EUR/CHF; GBP/USD; და USD/CAD;

პარასკევს, 1 დეკემბერს, გამთენიის 4-ის ნახევარზე იაპონიიდან გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსი. ხოლო 17 საათსა და 30 წუთზე კანადიდან გამოვა მ.შ.პ, უმუშევრობის დონე და დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილება. ყურადღება მიაქციეთ: USD/JPY; CAD/JPY; ERU/CAD; GBP/CAD-ის წყვილებს.