2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგების შესაბამისად, სახელმწიფოსგან დაფინანსებას 18 პოლიტიკური პარტია მიიღებს.
შესაბამისი განკარგულება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.
ჟვანიას განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსება პარტიებზე შემდეგნაირად ნაწილდება:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წლიურად 2,081,038 ლარს მიიღებს (ყოველთვიური დაფინანსება - 173,420 ლარი). „თავისუფალ დემოკრატებს“ - 512,196 ლარი გამოეყოფათ, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ დაფინანსება 472,812 ლარი იქნება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კი - 991,726 ლარი. „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ - - 378,849 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 378,849 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 1,036,126 ლარი, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 507,174 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ – 241,625 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 87,024 ლარი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 241,625 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,270,995 ლარი, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 87,024 ლარი, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ – 87,024 ლარი, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87,024 ლარი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87,024 ლარი, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195,511 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ – 195,511 ლარი.
18 პოლიტიკური პარტია წლის განმავლობაში ჯამურად 8,939,157 ლარს მიიღებს.