ბინის ქირა ვაკესა და საბურთალოზე გაიაფდა

მარტის თვის მონაცემების მიხედვით, ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ქირის საშუალო ღირებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ძველ თბილისში აღინიშნა - 11,5 აშშ დოლარი.

მაგალითად, მთაწმინდა-სოლოლაკში 1 კვადრატული მეტრი ფართის ქირის ღირებულება 11 აშშ დოლარას შეადგენს, (თებერვალში აღინიშნა 5,3 აშშ დოლარი, იანვარში 7,3 აშშ დოლარი, დეკემბერში 8 აშშ დოლარი, ნოემბერში 8,2 აშშ დოლარი, ოქტომბერში 9 აშშ დოლარი).

ავლაბარში 1 კვადრატული მეტრი ფართი 10,3 აშშ დოლარად ქირავდება (თებერვალში დაფიქსირდა 9,8 აშშ დოლარი, იანვარში 6,4 აშშ დოლარი, დეკემბერში 7,1 აშშ დოლარი, ნოემბერში 8,3 აშშ დოლარი, ოქტომბერში 9,9 აშშ დოლარი).

ვაკე-ბაგების ტერიტორიაზე კვადრატული მეტრი ფართის დაქირავება 9,3 აშშ დოლარი ღირს. (თებერვალში დაფიქსირდა 11,4 აშშ დოლარი, იანვარში 8,1 აშშ დოლარი, დეკემბერში 8,1 აშშ დოლარი, ნოემბერში 9,8 აშშ დოლარი, ოქტომბერში 8,6 აშშ დოლარი).

დოლიძე-ბახტრიონის ტერიტორიაზე კვ/მეტრი ფართი 8,7 აშშ დოლარად ქირავდება. (თებერვალში დაფიქსირდა 10,4 აშშ დოლარი, იანვარში 7,3 აშშ დოლარი, დეკემბერში 8 აშშ დოლარი, ნოემბერში 8,2 აშშ დოლარი, ოქტომბერში 9 აშშ დოლარი).

კვლევის ფარგლებში, ერთ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე ქირის ღირებულების ყველაზე დაბალი საშუალო ფასი აღინიშნა ვარკეთილში - 6,9 აშშ დოლარი.

კვლევის თანახმად, თებერვლის თვესთან შედარებით მარტის თვეში საცხოვრებელი ფართების ქირის ღირებულება გაზრდილია ავლაბარში, ძველ თბილისში, მთაწმინდასა და სოლოლაკში, ხოლო შემცირებულია ვაკეში, დოლიძესა და ბახტრიონზე.

უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ, გაზეთ ”სიტყვა და საქმის” მონაცემებზე დაყრდნობით აწარმოა.