ციფრული კრიპტოვალუტა "ბიტკოინის" საცალო ღირებულებამ 10 ათას დოლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დღეისთვის მსოფლიოში 16,7 მილიონი ბიტკოინია, რომელთა კაპიტალიზაციამ საერთო ჯამში, 167 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ის უკვე აღემატება ისეთი ცნობილი კომპანიების კაპიტალიზაციას, როგორებიცაა IBM, McDonald's და Disney.
„ბიტკოინის“ ღირებულება მიმდინარე წელს 1,195 პროცენტით გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ "ჩამოინგრეს". ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ასეთი ალბათობა 80%-ია, რაც ძალიან მაღალია. მათივე აზრით, „ბიტკოინის“ღირებულების ასეთი სწრაფი ზრდა გამოწვეულია მის მიმართ არანორმალურად მზარდი ინტერესით, რომელიც საპნის ბუშტივით იბერება და ბოლოს აუცილებლად გასკდება.
კოკა კვირკველია