ქვეყნიდან წამსვლელთა რიცხვი გაიზარდა

2013 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 95 064 კაცი შეადგინდა, რაც წინა, 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5%-ით მეტია.

ამავე პერიოდში იმიგრანტების რაოდენობამ 92 458 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია.

მიგრაციულმა სალდომ (სხვაობა ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობას შორის) 2013 წელს უარყოფითი მაჩვენებელი -2 606 ერთეული შეადგინა.

ემიგრანტების უმეტესობა 25-29 წლის ასაკის ქალია.