მიუხედავად იმისა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მერკლის სამეფო ქროწილის შესახებ ჯერ არც თარიღი, არც ჩატარების ადგილი და არც სტუმრების ვინაობაა ცნობილი, უკვე ყველა თანხმდება, რომ სამეფო ქორწილი ძალიან ძვირი დაჯდება.
როგორც CNN-ი ლონდონში მოქმედი ქორწილების დამგეგმავი კომპანიის წარმომადგენელზე, აიმი დუნზე დაყრდნობით წერს, ყველაზე მოკრძალებულ შემთხვევაშიც კი სამეფო ქორწილის ხარჯები ექვსნიშნა ციფრი იქნება.
„ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ წყვილს მოკრძალებული ქორწილი გადაუხადონ, თუმცა ყველაზე იაფი ქორწილის შემთხვევაშიც კი მათ ეს სულ ცოტა 670 ათასი დოლარი დაუჯდებათ“ - აცხადებს აიმი დუნი.
მისივე თქმით, ქორწილის ფასები ძალიან მაღლა იწევს როდესაც საქმე უსაფრთხოების სამსახურს ეხება.
ვინ გაიღებს ხარჯებს?
უკვე ცნობილია, რომ ქორწილის ხარჯების ლომის წილი პრინც ჩარლიზე მოვა.
„როგორც წესი ქორწილების ხარჯი პატარძლის მხარეზე მოდის, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ მოხდება“, - აცხადებს სამეფო ისტორიების ექსპერტი ქეით უილიამსი. მისივე თქმით, ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ქორწილში სამეფო ოჯახმა საკმაოდ ბევრი გადაიხადა, თუმცა არც პატარძლის ოჯახი ჩამორჩენია.
წვეულება
ადგილის შერჩევაზე ბევრია დამოკიდებული, ვინაიდან ხარჯები შესაძლოა შემცირდეს, თუ წყვილი ქორწილის აღნიშნვას სამეფო ოაჯხის კუთვნილ ადგილებში გადაწყვეტს. უილიამსა და ქეითს ჰქონდათ ორი მიღება ბუკინგჰემის სასახლეში: ტრადიციული ლანჩი 600-ზე მეტი სტუმრისთვის, რომელსაც დედოფალი მასპინძლობდა და უფრო ვიწრო წვეულება, რომელსაც წყვილის 300-მდე მეგობარი და ახლო ნათესავები ესწრებოდნენ.
"500 სტუმრის შემთხვევაში, ბიუჯეტი მინიმუმ 200 ათასი დოლარი იქნება და ესეც მოკრძალებული წვეულების შემთხვევაში", - აცხადებს ექსპერტი.
კაბა
მეგან მერკლის საქორწილო კაბა უდავოდ ხელოვნების ნიმუში იქნება, რომელსაც რომელიმე ძალიან პრესტიჟული დიზაინერი შეკერავს და შესაბამისად ფასიც ამაზე იქნება დამოკიდებული. ქეითის შემთხვევაში პატარძლის ოჯახმა არ გაასაჯაროვა საქორწილო კაბის ფასი, თუმცა ცნობილია, რომ ალექსანდრ მაქქუინის კაბა ეცვა.
უსაფრთხოება
პრინც უილიამისა და ქეითის ქორწილს დაახლოებით 5000 პოლიციელი იცავდა. ამან თავის დროზე ქალაქისა და ქვეყნის უსაფრთხოიების სამსახურებს შორის უთანხმოება გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხდიდა ხარჯებს. საბოლოო ციფრი ამ შემთხვევაშიც უცნობია, თუმცა მთავრობამ სპეციალური გრანტი გამოყო 4,8 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც პოლიციელების ზედმეტი საათების ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს. თუ ჰარი და მეგანი ასევე გადაწყვეტენ, რომ მათი ქორწილი გაიმართოს ცენტრალურ ლონდონში ხარჯები ზრდადი იქნება.„რა თქმა უნდა, პირველი წყვილის ქორწილის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და უსაფრთხოების ხარჯები ბევრად მეტი იქნება“, - აცახდებს ქეით უილიამსი. მაგრამ ექსპერტი ამაში ერთგვარ გამოსავალსაც ხედავს, ვინაიდან ჰარი სემფო ტახტის პრეტენდენტობაზე მხოლოდ მეხუთეა რიგში, მას შეუძლია ქორწილის ლოკაციის შემთხვევაში უფრო მეტი არჩევანი მიეცეს.
ეკონომიკური დანახარჯები
უილიამისა და ქეითის ქორწილის დროს ბრიტანელებმა დამატებით ერთ დღე დაისვენეს. ჩარლზისა და დაიანას ქორწილის დროსაც ასე იყო. უფრო მეტიც, უქმედ გამოცხადდა მისი უმცროსი დის პრინცესა ანნეს ქორწილის დღც.
როგორც დიდი ბრიტანეთის „ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრში“ აცახდებენ, ყოველი დამატებითი უქმე დღე ქვეყნის ეკონომიკას 3 მილიარდით აზარალებს. ზოგიერთების განცახდებით ამ ხარჯების შემცირება უცხოეთიდან ტურისტების შემოსვლით შეიძლება კომპენსირდეს. თუმცა როგორც ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურში 2011 წლის ქორწილიდან გამომდინარე აცხადებენ, ტურიზმის წილი ამ საქმეში ძალიან ცოტაა.
კოკა კვირკველია