სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 17 მილიარდი დოლარის გამოყოფის პროგრამა დაამტკიცა

ფინანსური მხარდამჭერი პროგრამის stand-by-ის ფარგლებში, უკრაინას პირველ ეტაპზე სასწრაფო წესით 3,190 მილიარდი დოლარი გამოეყოფა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"მთავრობის ეკონომიკური პროგრამა ფონდის დახმარებით მიმართულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენისა და ეკონომიკური მართვისა და გამჭვირვალობის აღდგენისკენ", - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის ფინანსთა მინისტრის, ალექსანდრე შლაპაკას განცხადებით, პირველ ტრანშს უკრაინა, სავარაუდოდ, 5-8 მაისისთვის მიიღებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინისთვის 17 მილიარდი დოლარის გამოყოფის პროგრამა დაამტკიცა.