საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ, რაც უკვე მატერიალიზებულია 3 მილიარდზე მეტი ევროს ოდენობის ინვესტიციაში.
ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა ალან პიუმ განაცხადა.
„ორასზე მეტი ოპერაციაა განხორციელებული. წელს ჩვენ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას ვგეგმავთ და გაისად უფრო მეტს მოველით ეკონომიკის ყველა სექტორში. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კვირიკაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო მეორე ტალღის რეფორმების ლიდერი გახდა. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ამის მტკიცებულებას წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.
მან ასევე ისაუბრა ენერგეტიკის სფეროზე და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოსთვის. „ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ წარმოდგენილი ამ სფეროში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის სფეროში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში ამ სფეროს მხარდაჭერასა და დაფინანსებას“, - დასძინა ალან პიუმ.