თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში 33 ოჯახს ფართები 1 ლარად დაუკანონდებათ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი ოჯახია ქალაქში, ვინც ცხოვრობს საცხოვრებელ ფართებში ძალიან ბევრი წელია, შვილები, შვილიშვილები დაზარდეს და ვერ ახერხებენ დაკანონებას. შესაბამისად, დღეს გამოგვაქვს დასაკანონებელი ფართები ფონიჭალის მე-3 მიკრორაიონის 28-ე კორპუსსა და მე-4 მიკრორაიონის მე-11 კოროუსში მცხოვრები 33 ოჯახისთვის. მათ ეს ფართები გადაეცემათ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და შესაბამისად, დაუკანონდებათ. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს ჩვენგან ექნება მაქსიმალური თანადგომა", - განაცხდა კალაძემ.