სამი ევროპული ავიამწარმოებელი კომპანია ერთობლივად იმუშავებს ჰიბრიდული ძრავის მქონე თვითმფრინავების პროექტზე.
სატესტო ელექტრო-თვითმფრინავზე მუშაობაზე შეთანხმებას Airbus-მა, Rolls-Royce-მა და Siemens -მა მიაღწიეს და განაცხადეს, რომ პირველი საცდელი თვითმფრინავი 2020 წელს გამოვა. მათი განცხადებით, პროექტის სახელწოდებაა E-Fan X და მისი ადაპტირება 100-კაციან თვითმფრინავზე - BAe146 -ზე მოხდება. ასევე ცნობილია რამდენიმე ტექნიკური დეტალი, მათ შორის ელექტროძრავების მოცულობა, ეს იქნება 2-მეგავატიანი ძრავი, რომელიც ერთ-ერთი იქნება თვითმფრინავის ოთხ ძრავს შორის და წარმატების შემთხვევაში მოხდება მეორე ელექტროძრავის დამონტაჟებაც.
სამივე კომპანიას საკუთარი კონკრეტული ამოცანა ექნება. Airbus-ი პასუხისმგებელი იქნება ძრავების ინტეგრირებაში ფრენის კონტროლთან, Rolls-Royce ტურბრირებულ ძრავზე და ელექტროძრავზე იმუშავებს, ხოლო Siemens სიმძლავრის განაწილების მიმართულებას გააკონტროლებს. „აერო ტრიო“ მიიჩნევს, რომ ეს პროექტი მოამზადებს ფუნდამენტს იმისათვის, რომ უკვე 2025 წლიდან სერიულად მოხდეს ამ ტიპის თვითმფრინავების წარმოება.
ევროპული კომპანიები მარტონი არ არიან ამ საქმეში, ვინაიდან ავიაციის გაელექტროძრავებაზე მუშაობენ ამერიკული კომპანიებიც, რომლებსაც თავის მხრივ პარტნიორებად შერჩეული ჰყავთ ევროპული და ავსტრალიური სანავიგაციო კომპანიები.
კოკა კვირკველია