აუქციონზე ოთხი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 450 მილიონი ლარი შეადგინა, ოთხი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.01 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს.