„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ლარის კურსის გაუფასურებას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებს.
როგორც ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კურსი დასტაბილურდეს.
„ჩვენი მოსაზრებით, ეს მაინც სეზონურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. რაც უფრო მეტი რესურსი იქნება მოზიდული უცხოეთიდან ლოკალურ ვალუტაში კიდევ უფრო ხელი შეეწყობა ლარის სტაბილურობას. ფუნდამენტურ მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ ნორმალურად ვითარდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება ერთობლივი ეროვნული პროდუქტის, კარგი მაჩვენებლებია ტურიზმში, ექსპორტში, გადმორიცხვებში. წელს ეს მაჩვენებლები უკეთესია ვიდრე შარშან. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია კურსი იყოს სტაბილური“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.