გინესის მსოფლიო რეკორდების ვებგვერდზე ყველაზე ძველი ღვინოების კატეგორიაში ქართულ ღვინოზე ჩანაწერი გაკეთდა.
როგორც საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სამხრეთით აღმოჩენილი ღვინის ფრაგმენტები ჩვ.წ. 6000-5800 წლებს მოიცავს.
„ეს ახალი აღმოჩენა 600-1000 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი, რომელიც ირანში აღმოაჩინეს და რომელიც ჩვ.წ. 5400-5000 წლებით თარიღდება“, - ნათქვამია გინესის მსოფლიო რეკორდების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.