2018 წლის მესამე კვარტლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება იგეგმება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ საპენსიო კალკულატორს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ჩართვის შემთხვევაში, წინასწარ გამოთვალოთ თუ რამდენი იქნება თქვენი პენსია.
დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი განისაზღვრება შემდეგნაირად: თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს დაემატება დამსაქმებლის მიერ დარიცხული 2%. სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი საპენსიო ფონდში თავისი ხელფასის 4%-ს შეიტანენ.