„ბრექსიტის“ შემდეგ დიდ ბრიტანეთში მიგრანტების რიცხვი ერთი მესამედით შემცირდა

დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტის“ შემდეგ მიგრანტების რიცხვი ერთი მესამედით შემცირდა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შსს-ს სტატისტიკურ მოხსენებაშია ნათქვამი.

2016 წლის ივნისიდან 2017 წლის ივნისამდე პერიოდში დიდ ბრიტანეთში იმიგრაციის დონემ თითქმის ერთი მესამედით დაიკლო და 230 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 572 ათასი ადამიანი ჩავიდა, 342 ათასმა კი ქვეყანა დატოვა.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს, „ბრექსიტის“ რეფერენდუმის ორი წლის თავზე უნდა დატოვოს.