ინვესტორი საბურთალოზე სამშენებლო-დეველოპერულ პროექტს ეძებს. მოთხოვნებს რაც შეეხება, ტერიტორიის ფართობი 1 000-2 000 კვადრატულ მეტრს უნდა შეადგენდეს.
ამასთან, ტერიტორიას უნდა ქონდეს 12 და მეტი სართულის მშენებლობის კოეფიციენტი. ინვესტორის ცნობით, პრიორიტეტი მიენიჭება ტერიტორიას, რომელიც ცენტრალური გზის პირველ ზოლში მდებარეობს.
საინვესტიციო თანხა 500 ათასიდან 1 500 000 დოლარამდე შეადგენს.