როგორ ვიყიდოთ ბიტკოინი - ინფორმაცია დამწყებებისთვის

იმ პირობებში, როდესაც ბიტკოინის ღირებულება ყოველდღიურად იზრდება, მის მიმართ ინტერესი შესაბამისად იზრდება.

თუმცა, ცოტამ თუ იცის, როგორ მოახდინოს ინვესტირება ამ კრიპტოვალუტაში და რა პროცესებია გასავლელი ამისთვის.

ბრიტანული გამოცემა independent-ი განმარტავს თუ როგორ დავიწყოთ ინვესტირება ბიტკოინში. ყველაზე მარტივი მეთოდი იმისთვის, რომ ჩაერთოთ ბიტკოინის სისტემაში bitcoin wallet-ში დარეგისტრირებაა ან შეგიძლიათ დაიმატოთ ბიტკოინი სუპერკომპიუტერის საშუალებით, რაც ნაკლებრეალისტურია ადამიანების უმეტესობისთვის.

რამდენიმე ყველაზე პოპუალრულ ოპციას შორის არის Coinbase, Blockchain.info და Xapo რომლის ხელმომწერებიც თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მარტივი ავტორიზაციის გზით: ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საიტზე აკეთებთ ავტორიზაციას, შეიყვანეთ საკუთარი სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააყენეთ პაროლი. ამის შემდეგ კი უკვე მოდის თქვენი საბანკო ანგარიშების „ჩართვის“ დროც. გამოიყენეთ ორფაქტორიანი იდენტიფიკაცია დაცულობისთვის, თუმცა არ გამოიყენოთ ამისთვის თქვენი ტელეფონის ნომერი და სმს. ამის ნაცვლად გამოიყენეთ Google Authenticator ან უსაფრთხიოების გასაღები, მაგალითად YubiKey.

როგორც კი ამ პროცედურას მორჩებით, თქვენ შეძლებთ ინვესტირებას „ბიტკოინში“. მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებთ, თქვენ გექნებათ წვდომა გრაფიკაზე იმის შესახებ თუ როგორ იცვლება ბიტკოინი.

ცნობისათვის, მიმდინარე კვირას ბიტკოინის ღირებულებამ 11,342 დოლარი შეადგინა, თუმცა რამდენიმე საათში 9300 დოლარამდე დაეცა, შემდეგ კი ისევ აღმასვლა დაიწყო და 10,700-ზე დასტაბილურდა. აქვე გეტყვით, რომ ფინანსისტების უმრავლესობა არ ურჩევს ადამიანებს ჩაერთონ ბიტკოინში, ვინაიდან არის დიდი ალბათობა, ის გაკოტრდეს და შესაბამისად, მარტივად განიცადოთ ფინანსური დანაკარგი.

კოკა კვირკველია