ყველაზე გავლენიანები ბიზნესში

ტელეკომპანია CNBC-მ 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იმ ადამიანების რეიტინგი შეადგინა, რომლებმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში მსოფლიო ბიზნესსა და ფინანსებზე ყველაზე მეტი გავლენა მოახდინეს.

ისევე, როგორც ნებისმიერი რეიტინგი, სუბიექტური ფაქტორებისგან არც ეს რეიტინგია თავისუფალი. თუმცა, CNBC-მ ჩაატარა მასშტაბური სამუშაო, რათა ეს სია შეედგინა. წესებს შორის, რომლითაც რეიტინგის შემდგენლები ხელმძღვანელობდნენ, იყო სიიდან პოლიტიკური მოღვაწეების გამორიცხვა. ლაპარაკია იმ პოლიტიკოსებზე, რომლებმაც ფინანსებზე, ბაზარზე და მსოფლიო ბიზნესზე გავლენა მოახდნეს. ამიტომ რეიტინგში ვერ მოხვდნენ ბილ კლინტონი, ანგელა მერკელი, ცზიან ცემინი და სხვა.

ეს მხოლოდ მილიარდერების ჩამონათვალი არაა, რეიტინგის შემქმნელებს სურდათ, შეედგინათ რევოლუციური (შეიძლება ითქვას ევოლუციურიც), გავლენის მქონე ადამიანების სია. სწორედ ამიტომ, რეიტინგში შესაძლოა, მეტი ქონების მქონე ადამიანი სხვას ჩამორჩებოდეს.

წარმოგიდგენთ იმ 25 ადამიანს, რომლებმაც CNBC-ს შეფასებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში მსოფლიო ბიზნესზე გავლენა მოახდინეს:

1. სტივ ჯობსი - კომპანია Apple-ს დამფუძნებელი

2.ბილ გეითსი - კომპანია Microsoft -ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილანთროპი.

3. ბენ ბერნანკე და ალან გრინსპენი - ეკონომისტები, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეები.

4. სერგეი ბრინი, ლარი პეიჯი და ერიკ შმიდტი - პირველმა ორმა შექმნა Google, პეიჯი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, ხოლო ერიკ შმიდტი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

5. ჯეფ ბიზოსი - Amazon-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

6. უორენ ბაფეტი - ლეგენდარული ინვესტორი და ქველმოქმედი

7. ოპრა უინფრი - წამყვანი, ტელემეწარმე, პროდუსერი

8. მარკ ცუკერბერგი - Facebook-ის დამფუძნებელი

9. ჯეკ ბოგლი - ჯგუფ Vanguard-ის დამფუძნებელი

10. ლარი ელისონი - Oracle-ის თანადამფუძნებელი

11. რუპერტ მერდოკი - მედია-მაგნატი

12. ჯეკ უელჩი - კორპორაცია General Electric-ის ხელმძღვანელი 20 წლის განმავლობაში

13. ნარაიანა მურტი - Infosys-ის დამფუძნებელი, ”ინდური IT-ს მამა”

14. ჰოვარდ შულცი -Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორი

15. ბერნარ არნო - LVMH (Moët Hennessy ; Louis Vuitton) luxury-იმპერიის პრეზიდენტი

16. ლი კაშინი - ჰონგკონგელი მეწარმე, ფილანთროპი და აზიის უმდიდრესი ადამიანი

17. კარლ აიკანი - ამერიკელი ინვესტორი და ფინანსისტი

18. მეგ უიტმენი - eBay-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

19. ამასიო ორტეგა - ესპანელი მაგნატი, Zara-ს ქსელის დამფუძნებელი

20. მაიკლ ბლუმბერგი - ბიზნესმენი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი

21. სენფორდ ვეილი - ბანკირი უოლ-სტრიტიდან

22. შერ ვონგი- ტაივანური კომპანია HTC-ს დამფუძნებელი

23. ალიკო დანგოტე- უმდიდრესი აფრიკელი, აფრიკაში ცემენტის ყველაზე მსხვილი მწარმოებლის - Dangote Group-ის მფლობელი

24. მარტა სტიუარტი - ტელეწამყვანი, მწერალი, მედია იმპერია Martha Stewart Living Omnimedia-ს დამფუძნებელი

25. კარლოს სელიმ ელუ - მექსიკელი მაგნატი, პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი