დედაქალაქში ისევე როგორც მთელ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა წლებთან ერთად იცვლებოდა.
საყოველთაო აღწერის მონაცემებით, თბილისში ყველაზე მეტი ადამიანი 1989 წელს ცხოვრობდა. აღნიშნულ წელს საქართველოს მოსახლეობა 5 443 000 შეადგენდა, აქედან 1 246 90 დედაქალაქში ცხოვრობდა.
დემოგრაფი ავთო სულაბერიძე Allnews.ge-სთან მოსახლეობის ცვლილების მიზეზებზე საუბრობს.
"თბილისის მოსახლეობის ზრდა 2014 წელს შეინიშნებოდა, მაგრამ 1989 წელთან შედარებით მაინც შემცირებულია. ეს ძირითადად გარე და შიდა მიგრაციულმა პროცესებმა გამოიწვია. ყველაზე დიდი მიგრაცია 90-იან წლებში დაიწყო, ამ პერიოდში ქვეყანა ძალიან ბევრმა დატოვა. რაც შეეხება 2014 წელს თბილისში მოსახლეობის ზრდა სოფლიდან ქალაქში მიგრაციის მაღალმა ტემპებმა განაპირობა. სოფლები დაიცალა და თბილისში და სხვა ქალაქებში წავიდნენ საცხოვრებლად, რაც ძალიან ცუდია" - განაცხადა სულაბერიძემ.
თბილისის მიგრაცია
როგორც დემოგრაფი ავთო სულაბერიძე ამბობს, მთელი ისტორიის მანძილზე როგორც საქართველოს, ასევე თბილისის გარემიგრაცია უარყოფითი სალდოთი ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის. იხილეთ გაგრძელება