„მნიშვნელოვანია, შესაძლებელი გახდეს ჩინეთიდან ცალკეული ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაცია“.
ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ შეფასებისას განაცხადა.
„ჩინეთში უნდა მოიძებნოს მიმართულებები, რომელთა გადმოტანაც საქართველოში ორივე მხარისთვის იქნება ხელსაყრელი. განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკურ შეთანხმებათა გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენ გავესაუბრეთ კომპანია Xiangyang JXY Auto Part Co.-ს წარმომადგენლებს. მათ მიერ გამოშვებული ავტომობილები დიდი მოწონებით სარგებლობს არა მხოლოდ ჩინეთში. დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ მივესალმებით არა მარტო აღნიშნული კომპანიის, ასევე სხვა ბიზნესჯგუფების ინტერესს საქართველოს ბაზრის მიმართ,“-აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობებიც განიხილეს. შეხვედრა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანის ვიცე მერს ჭან სიაოფანის შორის გაიმართა, რომელსაც კომპანია Xiangyang JXY Auto Part Co.-ს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.