2017 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 131 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1143.5 ლარს გაუტოლდა. ქალების ხელფასმა - 837.2 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 98.2 ლარით მეტია.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 178.3 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 240.7 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 051.5 ლარი.