საქართველოში ჯილეხით დაავადების შემთხვევებმა იკლო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს საქართველოში ჯილეხით დაავადების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19 შემთხვევა იყო აღრიცხული.

13 შემთხვევიდან უმეტესობა აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება. ჯილეხზე 2 საეჭვო ფაქტი კი ცენტრის ლაბორატორიაში გამოკვლევას გადის.

ჯილეხის დაავადების ბოლო შემთხვევა საქართველოში, მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდაში 27 მარტს დაფიქსირდა. პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას 3 აპრილს მიმართა.