ეკონომიკა უფრო მეტად ალტერნატიული გზით განვითარდა, რაც იმას მიუთითებს, რომ იკვეთება მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აღნიშნულთან დაკავშირებით 13 დეკემბერს იმსჯელებს.
“დღევანდელ დღეს არსებული ინფორმაციით ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკა უფრო მეტად ალტერნატიული გზით განვითარდა, რაც იმას მიუთითებს, რომ იკვეთება მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება. ამასთან დაკავშირებით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იმსჯელებს 13 დეკემბრის სხდომაზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა გვენეტაძემ.