“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მიმართა, როგორ აფასებს მთავრობის მიერ ბანკებისთვის სამი თვით მიცემულ 655 მილიონიან სესხს.
“655 მილიონი დეპოზიტებზე დაუდო მთავრობამ კომერციულ ბანკებს, მიუხედავად იმისა, რომ ავტეხეთ განგაში და გვეგონა, რომ მთავრობა ცოტათი მაინც შეიკავებდა თავს ლარის გაუფასურების ფონზე, 28 ნოემბერს 20 მილიონი კიდევ წაუმატა ბანკებს დეპოზიტებში. არც ერთი თეთრი არ დაუბრუნებიათ ბანკებს და დღეს არის 655 მლნ ლარი. ეს 20 მილიონი ლარი რატომ მისცა? გამოდის, რომ კომერციული ბანკები თქვენ დასვით ნარკოტიკულ ნემსზე. ბანკებს არ შეუძლიათ ლიკვიდობის მართვა. თქვენ ამბობთ, რომ ბანკებს იმდენ ფულს ვაძლევთ, რამდენსაც მოთხოვენო, ნურას უკაცრავად. ეკონომიკური ზრდა 4-5 % არ არის და შეხედეთ კომერციული ბანკების ბალანსს, მათი ნებისმიერი მაჩვენებელი ისეთია, თითქოსდა ეკონომიკური მაჩვენებელი ყოფილიყოს წელიწადში 20%, იზრდება დეპოზიტები, მოგება, საკრედიტო პორტფელი. ყველაფერი იზრდება და რა საჭიროა თქვენი დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა? როგორ აფასებთ მთავრობის ამ 655 მილიონიან სესხს, რომელიც გახდა მუდმივი“, - მიმართა გოცირიძემ გვენეტაძეს.